ხელოვნება სკოლაში
среда, 25 июля 2012 г.
вторник, 24 июля 2012 г.
პროექტის მთავარი იდეა: როგორ შევუნარჩუნოთ
პირვანდელი სახე ეკლესიებს.
პროექტის აქტუალობა: ამ თემის შესწავლით მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ
აუცილებელია ძველი ძეგლების შენარჩუნება, ეს არის ქართული კულტურის ერთ–ერთი სახე,
რომელიც ითხოვს მოვლა – პატრონობას, რომელსაც
ჩვენი ერი საუკუნეების მანზილზე ინარჩუნებს.
პროექტის მიზნები: კვლევის, კომუნიკაციის და კრიტიკული აზროვნების განვითარება,მოსწავლეები
გაეცნობიან ქართული ტაძრების მნიშვნელობას. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მაშტაბით ცნობილი
ისტორიული და კულტურული ძეგლია,თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსების განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში.მოსწავლეეები ინფორმაციის მოძიებასა
და კვლევით აკეთებენ დასკვნებს.
მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
ვადები ხანგრძლიობა: 2 თვე:
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება
სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები, ჩანახატები, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება
შექმნილი ელექტრონული მასალები, შეიქმნება ანგარიში.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):საპროექტო თემის
შერჩევის შემდეგ შეიქნმნება პროექტის გეგმა და მისი განხოეციელების ეტაპები.მოსწავლეთა
ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და ელექტრონულდ აკრიფონ ბაგრატის ტაძრის შესახებ ინფორმაცია: მისი აგებულება
და ფასადი. მეორე ნაწილს დაევალება სვეტიცხოვლის არქიტექტურაში ძირითადად რა მასალებია გამოყენებული, მოხდება აზრების
გაცვლა და დასკვნების გამოტანა, თუ რა საერთო აქვთ ამ ორ ტაძარს, რომელი საუკუნით თარიღდება
მათი აშენება, ყველა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით
შეიქმნება საპრზენტაციო ფაილები. პროექტის
მონაწილეები იმუშავებენ ელექტრონულ ჟურნალ ,,ქართული ძეგლების დაცვის“ შექმნასა და
რაედაქტირებაზე.შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის
მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე, მოსწავლეები პროექტის დასასრულს
შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ასმათ ხალვაში:
ხელმზღვანელის ელ.ფოსტა: khalvashi1970@gemail.com;
Подписаться на:
Сообщения (Atom)